ახალციხის მუნიციპალიტეტებში ადიგენსა და ასპინძაში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ორ პირს დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, ორ კაცს ყირიმ-კონგო 15 მაისს დაუდასტურდა. მათგან ერთი დაბა აბასთუმანში ცხოვრობს, მეორე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველში.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 5 ფაქტია დადასტურებული. 2023 წელს პირველი შემთხვევა 28 აპრილს დაფიქსირდა.