უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 2279 უკრაინელი დაიბრუნა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2279 უკრაინელი გათავისუფლდა რუსული ტყვეობიდან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინელებისადმი მიმართულ საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 26 აპრილს, კიდევ 44 უკრაინელი რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა.

,,უმრავლესობა სამხედროები არიან. სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არიან აზოვსტალისა და მარიუპოლის დამცველები, დონეცკის ოლქის სხვა ქალაქები, ხერსონის ოლქი, ხარკოვის ოლქი… უმეტესობა რიგითი და სერჟანტია. არიან ოფიცრები. ორი მშვიდობიანი მოქალაქეა. და მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა იმუშაოს ყველასთან მიმართებაში, ვინც ტყვეობაშია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები