,,პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”- ილია დარჩიაშვილი

,,პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი, ასეთი ძლიერი მეგობარი“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საქმეში.

„ჩვემ გვაერთიანებს არა მხოლოდ ღრმა, ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ ასევე საერთო ინტერესები და მისწრაფებები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საქმეში და სწორედ ბატონი მინისტრის ვიზიტი საქართველოში, კიდევ უფრო გააძლიერებს ამ თანამშრმლობას და პარტნიორობას. ჩვენი თანამშრომლობა მრავალგანზომილებიანია. გარდა იმისა, რომ გვაქვს ძალიან დინამიური, ორმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ასევე ვთანამშროლობთ ბევრი მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი, ასეთი ძლიერი მეგობარი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები