,,რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს, ისევე როგორც რუსეთის ფედერაცია”- ზელენსკი

,,რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს, ისევე როგორც რუსეთის ფედერაცია,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება.

,,დღეს ვესაუბრე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს დირექტორ გროსის. ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი არის ზუსტად ის დღე, რათა შევახსენოთ ყველას მსოფლიოში, რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. და მით უმეტეს, როცა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ რადიაციული კატასტროფის საფრთხე უკვე წელიწადზე მეტია ყოველ დღე და ყოველ წუთს ჩნდება.

მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ZNPP-ზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მთელი მსოფლიოსათვის. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს, ისევე როგორც რუსეთის ფედერაცია. და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები