რუსულმა ძალებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს – არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. იერიშის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.

უკრაინული მხარის ბოლო განცხადებით, ოთხი კალიბრის რაკეტის დარტყმის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობის, პრესატაშე ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, ერთი რაკეტა მაღალსართულიან შენობას მოხვდა, მეორემ კი კერძო სახლი გაანადგურა.

მსგავსი თემები