,,რუსეთი არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ მიკოლაევიზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, დამპყრობელი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება.

,,დამპყრობელი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის ტერორი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება. ღამით რუსეთმა მიკოლაევი შავი ზღვიდან გაშვებული ოთხი კალიბრის რაკეტით დაბომბა. მაღალი სიზუსტის იარაღი მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მაღალსართულიანი შენობისკენ. ამ დროისთვის ცნობილია 1 დაღუპულის და 23 დაჭრილის შესახებ”, – წერს ზელენსკი.

 

რუსულმა ძალებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს – არის მსხვერპლი

მსგავსი თემები