„ვოზორიდიტის“ ერთადერთი ცნობილი ეფექტი სიგრძეში ზრდაა – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პრეპარატის ერთადერთი ეფექტი მხოლოდ სიგრძეში ზრდაა. როგორც გაბუნია განმარტავს,  მას სხვა ეფექტი არ გააჩნია.

„ეს არის ერთადერთი ცნობილი ეფექტი. სიცოცხლის ხარისხის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, თანმხლები დაავადებების, გართულებების, გაუმჯობესების და გადაწყვეტის კუთხით სხვა ეფექტი ამ მედიკამენტს ან არ გააჩნია, ან ჯერ მეცნიერებამ ამის შესახებ არ იცის. ამდენად, „ვოზორიდიტი“ არ განიხილება, რომ ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი“ – აცხადებს თამარ გაბუნია.

 

მსგავსი თემები