აფეთქება ოკუპირებულ მელიტოპოლში – დაშავდა ერთი ადამიანი

დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის  მერის, ივან ფედეროვი ავრცელებს.

რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ცნობით, კი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

,,დღეს დაახლოებით 5.15 წუთზე (მოსკოვის დრო) მელიტოპოლში, კიროვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში აფეთქება გაისმა. აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა”, – აცხადებენ ე.წ. ადმინისტრაციაში.

 

მსგავსი თემები