„კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი წინამორბედი, პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის სერიოზული საფრთხეა.

„შესაძლოა, ერთადერთი არ ვარ, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024 წლის არჩევნებში  შეუძლია, თუმცა, კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის“ – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენს სურვილი აქვს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიიღოს მონაწილეობა. პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მისი მოსახლეობასთან მიმართვის ერთ-ერთი თემა დონალდ ტრამპი. ჯო ბაიდენი ამომრჩევლებს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისგან“ დაცვას ჰპირდება.

 

მსგავსი თემები