აქვს თუ არა ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები – თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ოფიციალური ანკარა უარყოფს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

,,ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს უსაფუძვლო პრეტენზიებს პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ხვალ ატომური ელექტროსადგურის გახსნას ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრება.

ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ დააყენებს ეჭვის ქვეშ იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი დგას თავის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და და მისი პარტია 14 მაისის არჩევნებში გაიმარჯვებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა

მსგავსი თემები