,,მე დავბრუნდი” – სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე თავისუფალია

,,მე დავბრუნდი”- ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელიც სასჯელს აშშ-ის ციხეში იხდიდა, თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხურციძე ავრცელებს.

მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა. სასამართლომ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ქართველი სპორტსმენი დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში.

მსგავსი თემები