,,დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი”- ჯორჯია მელონი

,,დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია” – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომში, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის რეკონსტრუქცია მთელი ევროპის საქმეა.

,,მე მინდა, ვუთხრა მეწარმეებს, რომლებსაც აქ უკვე შევხვდი და უკვე ვესაუბრე ამის შესახებ: მჯერა, რომ დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია, რომელიც დღეს შეიძლება, განხორციელდეს” – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

 

მსგავსი თემები