სუდანიდან ევაკუირებული  საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოშია

სუდანიდან ევაკუირებული  საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოშია. ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა.

სუდანიდან ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე განხორციელდა, საიდანაც ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს დროს სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იყო დარჩენილი. რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ეგვიპტეში განხორციელდა.

მსგავსი თემები