,,თვის ტროლის” ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ “ტროლებს”, მათ რუს “ტროლებსაც” კი აჯობეს”- კრამონი

“მომილოცავს! “თვის ტროლის” ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ “ტროლებს”. მათ რუს “ტროლებსაც” კი აჯობეს,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ვიდეომიმართვაში აცხადებს. საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებს ეხმიანება. ,,მომილოცავს! “თვის ტროლის” ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ “ტროლებს”. მათ რუს “ტროლებსაც” კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის “გერინგის” რუსულ თარგმანს აიღებს. “გერინგი” და “გიორგინგი” კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და…

მეტი...

,,პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი წარმატებული იყო – ოპოზიცია ცდილობს ის დიდი წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გადაიფაროს”- სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი წამატებული იყო, ოპოზიცია კი ცდილობს, ქვეყნის წარმატება გადაფაროს. „პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ამის დემონსტრირებაა მათ შორის, რა განცხადებებიც გააკეთა სტოლტენბერგმა და რა შეფასებებიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია ამბობს, ეს არის მართლაც ძალიან არასერიოზული მცდელობა, ის დიდი წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გადაიფაროს, მათ შორის ისეთი მკვახე განცხადებებით, როგორიც კეთდება მაგალითად, ჩაშლილ ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც ბევრი მითით შეიმოსა ამ ხნის განმავლობაში. ყურადღება გადასატანია მთავარ საკითხზე, რომ ნატო-ს უმაღლესი თანამდებობის პირი აკეთებს ისეთ შეფასებებს, როგორსაც აკეთებს…

მეტი...

გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  პოლიციამ გიორგი მუმლაძე 7-8 მარტს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა. მუმლაძე მოსამართელს “ზონდერ-მოსამართლეს” უწოდებს  და აღნიშნავს, რომ არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, რომ მას სამართალდარღვევას მიდავებოდა სასამართლო. ,,ერთი მტკივებულება არ იყო წარმოდგენილი. ეს ხომ სირცხვილია. აი, სანქცირებულ მოსამართლეებში მოყვებით თქვენც”- განაცხადა მუმლაძემ სასამართლო დარბაზში. ცნობისთვის, შსს გიორგი მუმლაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა.

მეტი...

,,შეწყვიტეთ ევროპული მომავლის საბოტაჟი”- სამადაშვილი ხელისუფლებას

,,ამ ვიზიტების შედეგები შეგვიძლია ჩვენ აღვწეროთ ერთი სიტყვით – სრული პოლიტიკური კრახი,”- ასე აფასებს  “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს ბრიუსელში. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ  ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერ-მინისტრთან, რადგან როგორც ჩანს, პოზიტიური სათქმელი მას არაფერი არ ჰქონდა. ,,ვნახეთ, რომ არცერთი შეხვედრის შემდეგ, არც პრემიერმინისტრის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის, არც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების შედეგად, ვერ მოვისმენთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერ-მინისტრთან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, პოზიტიური სათქმელი მას არაფერი…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერდოღანმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში – ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა. ,,ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის…

მეტი...

FBI ამერიკულ კომპანიებთან ერთად უკრაინაში ომის დანაშაულის მტკიცებულებების შესაგროვებლად მუშაობს – Reuters

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) უკრაინას რუსული ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ინფორმაციის შეგროვება, მისი ანალიზი და შემდგომი გამოყენება არის ის, რაშიც FBI-ს აქვს დიდი გამოცდილება“,- განუცხადა FBI-ს სპეციალურმა აგენტმა ალექს კობზანეცმა Reuters-ს. საუბარია ციფრულ ინფორმაციაზე, როგორიცაა გეოლოკაცია, ზარები მობილური ტელეფონებიდან და მათი მფლობელების ინფორმაცია. ამასთან, მიმდინარეობს მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის და დაღუპული ჯარისკაცების დნმ-ის ნიმუშების ანალიზიც.  

მეტი...

თბილისის მერია 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს

დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. „საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. წლების წინ ამ მიმართულებით არავის უფიქრია. ერთადერთი დავით ნარმანიამ შემოიყვანა „მანის“ მარკის ლურჯი ფერის ავტობუსები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედაქალაქში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. „პირველ…

მეტი...

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. „ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურადვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების…

მეტი...

,,ვიჯდები, სანამ მედიკამენტს არ მივიღებ”- მშობლების პროტესტი გრძელდება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება. მშობლებმა კანცელარიასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს. როგორც ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, მარტოს, რომ მოუწიოს კანცელარიასთან ყოფნა, იქნება, სანამ მედიკამენტს არ მიიღებს. ,,ჩვენ არ გვინდა არავისთან ომი, ჩვენ დედები ვართ, ჩვენ ვერაფერი ვერ გაგვაჩერებს, ჩვენთვის არ არსებობს დაბრკოლება. 13 წელი არ არსებობდა მედიკამენტი, როცა ვუყურებ სხვა ქვეყნის დედებს, როგორი გახარებულები არიან მათი შვილების უკეთესი მდომარეობით, მე რამ უნდა შემაჩეროს. მარტო დედას რომ მომიწიოს აი აქ ჯდომა, ვიჯდები, სანამ მედიკამენტს არ მივიღებ”, – განუცხადა ქეთი ბეგიაშვილმა ”მთავარ არხს”.

მეტი...

„ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის“ – კახა კალაძე

„ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახაკალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის.…

მეტი...

,,ბებო, მიყვარხარო და მომდევდა, როცა დალევდა მაწუხებდა”- ბებია სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დაკავებულ შვილიშვილზე

კახეთში, 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელებას 26 წლის შვილიშვილს ედავებიან. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაკავებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებული ბებიას ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა. თავად დაზარალებული  გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, შვილიშვილი “როცა თვრებოდა, აწუხებდა”. ,,ბებო, მიყვარხარო და მომდევდა, მე ვერიდებოდი, იმიტომ რომ მეშინოდა, აგრესიული იყო. პოლიციას ვუთხარი, რომ მაწუხებდა და სხვა არაფერი… ხელს წამავლებდა ხოლმე. გარეთ მინდოდა გამოსვლა, თუმცა არ მიშვებდა. როცა დალევდა მაწუხებდა”- განუცხადა დაზარალებულმა ტვ პირველს.

მეტი...

გერმანიაში ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს – დაკავებულია სირიელი მამაკაცი

გერმანიაში ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. ჰამბურგში დააკავეს სირიელი მამაკაცი, რომელიც ტერაქტის განხორციელებას ასაფეთქებელი ქამრით გეგმავდა. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმა, რომელიც დანაშაულის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი. როგორც გერმანული მედია იტყობინება, უფროსი ძმა რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიდულობდა ნედლეულს ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის ონლაინ პლატფორმებისა და სხვა პროვაიდერების მეშვეობით. სპეცოპერაციაში 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე ამოღეს ვრცელი მტკიცებულებები, მათ შორის ქიმიური ნივთიერებები.

მეტი...

,,ჩვენს ძალებს უპირველესად ხარისხიანი უპირატესობა აქვთ მტრის რაოდენობაზე”- უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ვიქტორ ხორენკო ბახმუტში ჩავიდა. ხორენკო ქალაქში არსებულ ვითარებას გაეცნო და ამ ნაწილის დამცველი სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცებს გაეცნო. ,,ნამდვილად, რთული მდგომარეობაა ბახმუტში, მაგრამ ვინ, თუ არა თქვენ, იცის როდის და როგორ მოიქცეს დღევანდელ პირობებში, თქვენი აქ მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სპეცოპერაციების ძალებს უპირველესად ხარისხიანი უპირატესობა აქვთ მათ რაოდენობაზე”,- განაცხადა ვიქტორ ხორენკომ. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა ხაზი გაუსვა ბახმუტის თავდაცვის დროს სპეცდანიშნულების ჯგუფების მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა მათი პროფესიონალიზმი.

მეტი...

ლავროვის თქმით, მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით სიტუაცია ჩიხშია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებული სიტუაცია ჩიხში შევიდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც ბლოკავს რუსეთის პროდუქციის ექსპორტს. „ვერ ვიტყვი, რომ გაერო ძალისხმევას იშურებს, არა, პირიქით, გაერო-ს წარმომადგენლები ცდილობენ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დააწესეს ცალმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა შედეგი პრაქტიკულად არ არის. მთავარი ბანკი, რომელიც ემსახურება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს გათიშულია „სვიფტიდან“ და უკან არავინ აბრუნებს. ამის სანაცვლოდ კი გვთავაზობენ ერთჯერად ალტერნატივას. დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ რჩება“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

ევროკომისია თანახმაა, უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტიც აკრძალოს – მედია

მედიის ინფორმაციით, ვარშავაში აცხადებენ, რომ ევროკომისია თანახმაა, უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტიც აკრძალოს. უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკის და სოფლის მეურნეობის საკითხებში კომისარ იანუშ ვოიჩეჩოვსკის შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხუთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან წარუმატებლად დასრულდა. ევროკომისიამ ქვეყნებსევროკომისიამ მოუწოდა „კონსტრუქციული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომისკენ”. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები სტატისტიკის სახით. ხუთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს ევროკომისიამ განუცხადა, რომ ფერმერთა მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც 100 მილიონი ევროთი დახმარებას გულისხმობს, დამოკიდებულია იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის გაუქმებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია დათანხმდა უკრაინიდან ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ბულგარეთის,…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 188 410 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით 188 410 სამხედრო დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება: ჯარისკაცი – დაახლოებით 188 410; ​ტანკი – 3 692; ჯავშანტექნიკა – 7 162; საარტილერიო სისტემა – 2 877; სარაკეტო სისტემა – 539; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 292; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 440; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 792; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 352.

მეტი...

ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დროს ცუდად გახდა. მედიის ინფორმაციით, ერდოღანის სატელევიზიო გამოსვლა დაგეგმილზე დაახლოებით 90 წუთით გვიან დაიწყო და დაწყებიდან 10 წუთში შეწყდა. ერდოღანი დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ეთერში დაბრუნდა. “გუშინ და დღეს მძიმე სამუშაო იყო. ამიტომაც დამემართა კუჭის გრიპი”, – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას “არამეგობრული ქვეყნების” აქტივების საპასუხო ჩამორთმევის შესახებ

რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა “არამეგობრული ქვეყნების” აქტივების რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოსთვის დროებით გადაცემის განკარგულებას. დროებითი მართვა შესაძლოა გავრცელდეს როგორც მოძრავ ასევე უძრავ ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე, აქტივებსა და ქონებრივ უფლებებზე. მოძრავი და უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, აქციები საწესდებო კაპიტალში, ქონებრივი უფლებები შეიძლება მოხვდეს დროებით მართვაში. ასეთი აქტივების დროებით მმართველად დაინიშნა ქონების მართვის ფედერალური სააგენტო, მაგრამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს სხვა პირი. დროებითი მმართველი ახორციელებს ამ აქტივების მფლობელის უფლებამოსილებებს, გარდა ქონების განკარგვის უფლებამოსილებისა. პუტინმა გადაწყვიტა დაეწყო ფინური Fortum-ის ფასიანი ქაღალდებითა და Unipro-ს წილით. Unipro-ს 83.73%-ს კი გერმანული ენერგოკომპანიის Uniper ფლობს.…

მეტი...

,,ვინც ამბობს, რომ უკრაინის ნატო-ში შესვლა შეუძლებელია, გირჩევთ, ფინეთის მაგალითს გადახედოთ”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნებს, რომ ნატოს ამჟამად არ გააჩნია პოლიტიკური ნება უკრაინის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. ,,ყველას, ვინც ამბობს, რომ უკრაინის შესვლა შეუძლებელია, გირჩევთ, ფინეთის მაგალითს გადახედოთ. ერთი წლის წინ შეუძლებელი იყო ამის წარმოდგენა. მაგრამ ახლა, როცა პოლიტიკური ნება იყო, ფინეთი მიიღეს ნატოში. ამიტომაც. ყველაფერი შესაძლებელია, როცა არის პოლიტიკური ნება, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, მაგრამ ახლა, როგორც ფაქტი, მინდა ვთქვა, რომ ალიანსში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება“, – განაცხადა კულებამ. მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ომს არ შეაჩერებს, მაგრამ მომავალში ევროატლანტიკურ რეგიონში…

მეტი...

,,მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციების დოკუმენტი, ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დაწესებულ შეზღუდვებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. მისი თქმით, სანქციები არის ყველას წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დაწესებულ შეზღუდვებს. „სანქციების დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა ლიდერის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ატომური ინდუსტრიისა და აბსოლუტურად, ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს.

მეტი...

,,ბაიდენი ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში”- დონალდ ტრამპი

,,ბაიდენი ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, ბაიდენმა მიგვიყვანა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. რომლითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო. „თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ამერიკის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, შეკრიბოთ და ისინი არ მიაყენებდნენ იმხელა ზიანს ჩვენს ერს, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა სულ რამდენიმე წელიწადში. ჯო ბაიდენის სოციალისტური ხარჯების წყალობით, ამერიკელ ოჯახებს ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე საშინელი ინფლაცია ანადგურებთ. ბანკები კოტრდებიან, ჩვენი ვალუტა იშლება და მალე დოლარი აღარ იქნება მსოფლიო სტანდარტი, რაც…

მეტი...

კახეთში ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს

კახეთში, 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელებას 26 წლის შვილიშვილს ედავებიან. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაკავებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებული ბებიას ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა. მომხდარ ფაქტზე უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.  ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

მეტი...