,,შეწყვიტეთ ევროპული მომავლის საბოტაჟი”- სამადაშვილი ხელისუფლებას

,,ამ ვიზიტების შედეგები შეგვიძლია ჩვენ აღვწეროთ ერთი სიტყვით – სრული პოლიტიკური კრახი,”- ასე აფასებს  “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს ბრიუსელში.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ  ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერ-მინისტრთან, რადგან როგორც ჩანს, პოზიტიური სათქმელი მას არაფერი არ ჰქონდა.

,,ვნახეთ, რომ არცერთი შეხვედრის შემდეგ, არც პრემიერმინისტრის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის, არც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების შედეგად, ვერ მოვისმენთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერ-მინისტრთან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, პოზიტიური სათქმელი მას არაფერი არ ჰქონდა და ჩვენ ვნახეთ რომ ერთადერთი რაც კეთდება არის მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტიანი მოთხოვნა”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, “შეწყვიტოს ევროპული მომავლის საბოტაჟი”:

,,ამიტომ მე მინდა, მოვუწოდო, მათ შორის ხელისუფლებას შეწყვიტეთ ევროპული მომავლის საბოტაჟი. მომავალ კვირას, პარლამენტში კენჭი უნდა ვუყაროთ და დავამტკიცოთ საგამოძიებო კომისის შექმნას მოსამართლეების კლანის კორუფციის თაობაზე. იმიტომ, რომ დიახ, სწორედ ეს არის რასაც გულისხმობს ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ რეფორმები უნდა გატარდეს,”- განაცხადა სამადაშვილმა.

 

მსგავსი თემები