,,ვინც ამბობს, რომ უკრაინის ნატო-ში შესვლა შეუძლებელია, გირჩევთ, ფინეთის მაგალითს გადახედოთ”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნებს, რომ ნატოს ამჟამად არ გააჩნია პოლიტიკური ნება უკრაინის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

,,ყველას, ვინც ამბობს, რომ უკრაინის შესვლა შეუძლებელია, გირჩევთ, ფინეთის მაგალითს გადახედოთ. ერთი წლის წინ შეუძლებელი იყო ამის წარმოდგენა. მაგრამ ახლა, როცა პოლიტიკური ნება იყო, ფინეთი მიიღეს ნატოში. ამიტომაც. ყველაფერი შესაძლებელია, როცა არის პოლიტიკური ნება, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, მაგრამ ახლა, როგორც ფაქტი, მინდა ვთქვა, რომ ალიანსში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ომს არ შეაჩერებს, მაგრამ მომავალში ევროატლანტიკურ რეგიონში ომების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

„სანამ უკრაინა დარჩება ნატოს მიღმა, როგორც ახლო მეგობარი, ყველაზე პატივცემული მოკავშირე, სპეციალური პარტნიორი ან თანამშრომლობის სხვა სუროგატული ფორმით, იქნება რუსეთის აგრესიის განმეორების რისკი უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.

ნატო-ში არ არსებობს საკმარისი პოლიტიკური ნება, რათა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღონ

 

მსგავსი თემები