FBI ამერიკულ კომპანიებთან ერთად უკრაინაში ომის დანაშაულის მტკიცებულებების შესაგროვებლად მუშაობს – Reuters

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) უკრაინას რუსული ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ინფორმაციის შეგროვება, მისი ანალიზი და შემდგომი გამოყენება არის ის, რაშიც FBI-ს აქვს დიდი გამოცდილება“,- განუცხადა FBI-ს სპეციალურმა აგენტმა ალექს კობზანეცმა Reuters-ს.

საუბარია ციფრულ ინფორმაციაზე, როგორიცაა გეოლოკაცია, ზარები მობილური ტელეფონებიდან და მათი მფლობელების ინფორმაცია. ამასთან, მიმდინარეობს მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის და დაღუპული ჯარისკაცების დნმ-ის ნიმუშების ანალიზიც.

 

მსგავსი თემები