კახეთში ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს

კახეთში, 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელებას 26 წლის შვილიშვილს ედავებიან. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

დაკავებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებული ბებიას ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა.

მომხდარ ფაქტზე უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.  ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

მსგავსი თემები