,,ბაიდენი ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში”- დონალდ ტრამპი

,,ბაიდენი ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, ბაიდენმა მიგვიყვანა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. რომლითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

„თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ამერიკის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, შეკრიბოთ და ისინი არ მიაყენებდნენ იმხელა ზიანს ჩვენს ერს, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა სულ რამდენიმე წელიწადში. ჯო ბაიდენის სოციალისტური ხარჯების წყალობით, ამერიკელ ოჯახებს ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე საშინელი ინფლაცია ანადგურებთ. ბანკები კოტრდებიან, ჩვენი ვალუტა იშლება და მალე დოლარი აღარ იქნება მსოფლიო სტანდარტი, რაც ჩვენთვის უდიდესი მარცხი იქნება. ბაიდენის პრეზიდენტობისას ხელფასი ყოველთვიურად მცირდება, უკვე ზედიზედ ორი წელია… ჩემი ხელმძღვანელობისას ჩვენ გვქონდა ყველაზე უსაფრთხო საზღვარი აშშ-ის ისტორიაში. ბაიდენის დროს სამხრეთ საზღვარი გაუქმდა და მილიონობით არალეგალი უცხოელი შემოუშვეს ჩვენთან. ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები