“დუმილი დანაშაულია” -გიორგი ქვილითაია

საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია სხვა თანაგუნდელების მსგავსად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთ დროს დუმილი დანაშაულია.

“ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი. დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა, სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას. და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები