რუსეთმა ომში დაახლოებით 188 410 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით 188 410 სამხედრო დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება: ჯარისკაცი – დაახლოებით 188 410;
​ტანკი – 3 692; ჯავშანტექნიკა – 7 162; საარტილერიო სისტემა – 2 877; სარაკეტო სისტემა – 539; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 292; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 440; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 792;
გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 352.

მსგავსი თემები