ლავროვის თქმით, მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით სიტუაცია ჩიხშია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებული სიტუაცია ჩიხში შევიდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც ბლოკავს რუსეთის პროდუქციის ექსპორტს.

„ვერ ვიტყვი, რომ გაერო ძალისხმევას იშურებს, არა, პირიქით, გაერო-ს წარმომადგენლები ცდილობენ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დააწესეს ცალმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა შედეგი პრაქტიკულად არ არის. მთავარი ბანკი, რომელიც ემსახურება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს გათიშულია „სვიფტიდან“ და უკან არავინ აბრუნებს. ამის სანაცვლოდ კი გვთავაზობენ ერთჯერად ალტერნატივას. დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ რჩება“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები