,,ვიჯდები, სანამ მედიკამენტს არ მივიღებ”- მშობლების პროტესტი გრძელდება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება. მშობლებმა კანცელარიასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს.

როგორც ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, მარტოს, რომ მოუწიოს კანცელარიასთან ყოფნა, იქნება, სანამ მედიკამენტს არ მიიღებს.

,,ჩვენ არ გვინდა არავისთან ომი, ჩვენ დედები ვართ, ჩვენ ვერაფერი ვერ გაგვაჩერებს, ჩვენთვის არ არსებობს დაბრკოლება. 13 წელი არ არსებობდა მედიკამენტი, როცა ვუყურებ სხვა ქვეყნის დედებს, როგორი გახარებულები არიან მათი შვილების უკეთესი მდომარეობით, მე რამ უნდა შემაჩეროს. მარტო დედას რომ მომიწიოს აი აქ ჯდომა, ვიჯდები, სანამ მედიკამენტს არ მივიღებ”, – განუცხადა ქეთი ბეგიაშვილმა ”მთავარ არხს”.

მსგავსი თემები