პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას “არამეგობრული ქვეყნების” აქტივების საპასუხო ჩამორთმევის შესახებ

რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა “არამეგობრული ქვეყნების” აქტივების რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოსთვის დროებით გადაცემის განკარგულებას.

დროებითი მართვა შესაძლოა გავრცელდეს როგორც მოძრავ ასევე უძრავ ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე, აქტივებსა და ქონებრივ უფლებებზე.

მოძრავი და უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, აქციები საწესდებო კაპიტალში, ქონებრივი უფლებები შეიძლება მოხვდეს დროებით მართვაში. ასეთი აქტივების დროებით მმართველად დაინიშნა ქონების მართვის ფედერალური სააგენტო, მაგრამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს სხვა პირი.

დროებითი მმართველი ახორციელებს ამ აქტივების მფლობელის უფლებამოსილებებს, გარდა ქონების განკარგვის უფლებამოსილებისა.

პუტინმა გადაწყვიტა დაეწყო ფინური Fortum-ის ფასიანი ქაღალდებითა და Unipro-ს წილით.

Unipro-ს 83.73%-ს კი გერმანული ენერგოკომპანიის Uniper ფლობს. გერმანულმა კომპანიამ 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ მაქსიმალურად გაემიჯნებოდა კომპანიის რუსულ ოფისს Unipro-ს, თუმცა ამ დროისთვის რუსეთში არსებული ოფისის რუსეთის მოქალაქისთვის მიყიდვა კვლავ არ იყო გადაწყვეტილი, ვინაიდან ამისთვის რუსეთის პრეზიდენტის თანხმობა იყო საჭირო.

მსგავსი თემები