,,მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციების დოკუმენტი, ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დაწესებულ შეზღუდვებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ.

მისი თქმით, სანქციები არის ყველას წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დაწესებულ შეზღუდვებს.

„სანქციების დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა ლიდერის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ატომური ინდუსტრიისა და აბსოლუტურად, ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს.

მსგავსი თემები