11 მაისს დიდი მანიფესტაცია დაანონსდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგები დიდ მანიფესტაციას აანონსებენ. ორგანიზატორების თქმით, მასშტაბური აქცია 11 მაისს გაიმართება.

“მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ ,ქციაზე ,არ ყოფილან მოვიყვანოთ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მსგავსი თემები