ევროკომისია თანახმაა, უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტიც აკრძალოს – მედია

მედიის ინფორმაციით, ვარშავაში აცხადებენ, რომ ევროკომისია თანახმაა, უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტიც აკრძალოს.

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკის და სოფლის მეურნეობის საკითხებში კომისარ იანუშ ვოიჩეჩოვსკის შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხუთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან წარუმატებლად დასრულდა.

ევროკომისიამ ქვეყნებსევროკომისიამ მოუწოდა „კონსტრუქციული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომისკენ”. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები სტატისტიკის სახით.

ხუთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს ევროკომისიამ განუცხადა, რომ ფერმერთა მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც 100 მილიონი ევროთი დახმარებას გულისხმობს, დამოკიდებულია იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის გაუქმებაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია დათანხმდა უკრაინიდან ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის თხოვნასაც.

პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მიზეზად ევროკავშირის ქვეყნები ბაზარზე უკრაინული იაფი პროდუქციის შეტანის გამო ადგილობრივი ფერმერების დაზარალებას ასახელებენ.

მსგავსი თემები