„ვინ არის გალერი? უსამართლოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი“, – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი ბიძინა ივანიშვილის დასაცავად გამოდის და აცხადებს რომ ევროპას ბოდიში აქვს მოსახდელი. მეუფე იაკობის შეფასებით,  ევროპა დეოლიგარქიზაციაში სხვა რაღაცას გულისხმობს,   ისეთი კანონების მიღებას, რომ პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო.

სორისი ხომ აფინანსებდა მაქარაშვილის… სოროსს ვინ ეკითხება, ამერიკელი მილიარდერია და ჩემ ქვეყანაში ვინ ეკითხება? მე ამერიკელმა მითხრა ევროპელ დეპუტატზე, რომ რასამ არასწორად თქვა, დეოლიგარქიზაცია სულ სხვა რამეს გულისხმობსო. ისეთი კანონები უნდა მიიღოთ ეკონომიკაში, რომ შენი პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო. ეს უტვინო ოპოზიცია… ვინც მაგას იძახის ბაზარში არ უნდა დააყენო“ – აცხადებს მეუფე იაკობი.

მისივე განცხადებით, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა არც „მიშიკოს“ გაუკეთებია, არც კეზერაშვილს და არც ხაზარაძეს.

„ვინ არის გალერი? საქართველოსთვის რა გაუკეთებია? ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენმა ტელევიზიამ, ან მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. შემდეგ მელაპარაკეთ. ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ გვინდა, რომ სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ უსამართოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ  ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ განაცხადა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია,  ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან.

 

მსგავსი თემები