,,ბებო, მიყვარხარო და მომდევდა, როცა დალევდა მაწუხებდა”- ბებია სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დაკავებულ შვილიშვილზე

კახეთში, 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელებას 26 წლის შვილიშვილს ედავებიან. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

დაკავებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებული ბებიას ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა.

თავად დაზარალებული  გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, შვილიშვილი “როცა თვრებოდა, აწუხებდა”.

,,ბებო, მიყვარხარო და მომდევდა, მე ვერიდებოდი, იმიტომ რომ მეშინოდა, აგრესიული იყო. პოლიციას ვუთხარი, რომ მაწუხებდა და სხვა არაფერი… ხელს წამავლებდა ხოლმე. გარეთ მინდოდა გამოსვლა, თუმცა არ მიშვებდა. როცა დალევდა მაწუხებდა”- განუცხადა დაზარალებულმა ტვ პირველს.

მსგავსი თემები