თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, დაე შეჩერდეს ,,აგენტების კანონი” – როთი აქციის ფოტოს აზიარებს

თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, დაე შეჩერდეს ,,აგენტების კანონი”, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი და თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის კადრებს აზიარებს.

,,სანამ ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება სულმოკლე, მხდალი ნაციონალისტების გამო. თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე მშვიდობიანად დარჩეს! დაე შეჩერდეს ,,აგენტების კანონი”.

მსგავსი თემები