,,მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს.

მისივე თქმით, გრიპის ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდა , თუმცა მოიმატა რინოვირუსმა.

,,ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. მისი მაჩვენებელი დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემით, 33 პროცენტია. ანუ კორონავირუსი მაინც რჩება წამყვან ვირუსად. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. ასევე მაღალი მაჩვენებელი რჩება რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის. ნათელია, რომ გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდა დეკემბრის შუა პერიოდში და შემდეგ მკვეთრად დაიწყო შემცირება. გარკვეულწილად, უმნიშვნელო პიკი იანვრის ბოლოსაც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ გრიპის თვალსაზრისით, ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურია და შემთხვევების რაოდენობა მცირდება,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

“პიკი გადალახულია” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები