„უღირსად მოიქცა, ყელში მწვდა, ამბობდა რომ ნული ვარ“ – მერაბ დვალიშვილი რუს მეტოქეზე

„ამერიკაში 2012 წის ბოლოს ჩამოვედი.  ნულიდან მომიწია ცხოვრების დაწყება. არაფერი გამაჩნდა, არავის ვიცნობდი, არავინ მიცნობდა. მშენებლობაზე მუშად ვმუშაობდი“ – ასე იხსენებთ რთულ ცხოვრებას შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი და გამარჯვებული მერაბ დვალიშვილი, რომელმაც  დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა.

ვიდეოც კი გავრცელდა, გამწარებული რუსი სპორტსმენი როგორ იქცევა, როგორი აგრესიულია და როგორ უსწორდება ქართველ სპორტსმენს. როგორც დვალიშვილი ამბობს, მისი მეტოქე უღირსად მოიქცა და ყველას აბულინგებს.

„ამ ბრძოლაში ფავორიტი იანი იყო, ძალიან კარგი მებრძოლია. მან ხელი არ ჩამომართვა ბრძოლის წინ, უღირსად მოიქცა. როცა მებრძოლები სახე-სახის წინ ვდგებით, არც შემომხედა, არ გამისწორდა, მის ღირსად არ ჩამთვალა და გვერდით იხედებოდა. არადა, წესი მოითხოვს ამ ყველაფერს. მე მას უცენზუროდ მივმართე იმისთვის, რომ გამოეხედა და წესი დაეცვა და ამ დროს ყელში მწვდა. ის ყოველთვის ბულინგით გამორჩევა, ყველა სპორტსმენთან ასე იქცევა. იანმა ეს მანამდე გადაწყვირა, რომ ასე გამსწორებოდა. ეს იყო უღირსი საქციელი მისი მხრიდან“ – ამბობს დვალიშვილი.

რაც  შეეხება საქართველოს დროშის ტატუს, დვალიშვილმა ეს გამოსავალი მას შემდეგ იპოვა, რაც სპორტსმენებს სიმბოლოების გამოტანა აუკრძალეს.

„არ შეიძლებოდა კონკრეტული ქვეყნის სიმბოლოს დემონსტრირება, ეს აკრძალულია.  ამიტომ, გამოსავალი მოვძებნე და მკერდზე საქართველოს დროშის ტატუ დავიხატე“ – ამბობს ის.

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და 32 წლის ქართველმა დაამარცხა.

„ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო – რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე. პიოტრ იანი ამბობდა, რომ მე ნული ვარ. ვინ არის ახლა ნული?!“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები