სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს – მედია

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზელენსკისა და სი ძინპინს შორის საუბარი, სავარაუდოდ, სი ძინპინის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება.

მედიის ინფორმაციითვე,  ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი მოლაპარაკება იქნება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

 

მსგავსი თემები