,,ვისურვებდი მმართველი პარტიის ლიდერისგან მომესმინა უფრო თავშეკავებული კომენტარები”- ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში მმართველი პარტიის ლიდერისგან უფრო თავშეკავებული კომენტარებს ისურვებდა.

ყიფიანის თქმით, უკრაინასთან მიმართებაში მისი რიტორიკა არ მოეწონა.

,,ვისურვებდი მმართველი პარტიის ლიდერისგან მომესმინა უფრო თავშეკავებული კომენტარები. ვიქნებოდი ძალიან ღია თქვენთან, ჩემი მისდამი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინასთან მიმართებაში მისი რიტორიკა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვისმენდი, მე არ მომეწონა. ეს განცხადება უკრაინასთან არც ისე კარგი ურთიერთობების ფონზე, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა, ეს იყო არაკორექტული. მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავშეკავებული უნდა იყოს მის განცხადებებში, მით უმეტეს, როცა საქმე ასეთ არაორდინალურ პარალელებს ეხება”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მსგავსი თემები