,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია რევოლუციით, დაპირისპირებით, ძალიან ცდება”- კალაძე

,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია რევოლუციით, დაპირისპირებით, ძალიან ცდება, მეგობრებო,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

,,რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი იყო იქ, რომელიც არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა, ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, საზოგადოებას მიაწოდებდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა რეალურად ვიცით მათი წარსული, რეალურად ვიცით რას წარმოდგენენ ისინი და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ასევე ისეთებიც, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არაა და ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია რევოლუციით, დაპირისპირებით, ძალიან ცდება, მეგობრებო. არავის არაფერი გამოუვა. თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,” – განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი თემები