,,საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც არის”- ოლეგ ნიკოლენკო

,,საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც არის,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო წერს.

ნიკოლენკოს თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ არაერთი არამეგობრული განცხადება გააკეთეს უკრაინის მიმართ. თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც არის.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობარი, რომელიც გვინდა, რომ არ შეჩერდეს ევროპული მომავლის მშენებლობაში,”- წერს ნიკოლენკო.

მსგავსი თემები