,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი კაცია და კვერცხები აქვს,”- ასე ეხმიანება კრემლი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
როგორ სალავიოვი ტელეგრამზე წერს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა.
,,მან ასევე გააკრიტიკა სხვა უკრაინელები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოში საპროტესტო აქციებს.
მან ურჩია, “უპირველესად იზრუნონ საკუთარ თავზე და ქვეყანაზე” და აღიარა, რომ უკრაინის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო “არ ჩაერთო” უკრაინის კონფლიქტში,”- წერს სალავიოვი.