,,აბსოლუტურად არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელების წინააღმდეგ”- მიხეილ სარჯველაძე

,,იყვნენ ერთი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომელიც რადიკალურად იქცეოდნენ და ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის, რომ მოვლენები გაცდენოდა სამართლებრივ ფარგალს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდების ჯგუფი ”აბსოლუტურად არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელების წინააღმდეგ”.

,,იყვნენ ერთი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომელიც რადიკალურად, იქცეოდა და ყველაფერს ცდილობდა იმისთვის, რომ მოვლენები გაცდენოდა სამართლებრივ ფარგალს, კონსტიტუციით ნებადართულ ფარგლებს. ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ და ადევნებდნენ თვალს. აბსოლუტურად არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელების წინააღმდეგ, თავდასხმებს ახორციელებდნენ. მოლოტოვის კოქტეილებზე ითქვა. ასეთ დროს, ასეთ ქმედებებს ვინც მიმართავს, როგორ შეიძლება ის იყოს ნორმალურად შეფასებული. ბუნებრივია, ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შეფასება,”- განაცხადა სარჯველაძემ.

 

მსგავსი თემები