„კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის შსს-ში დაბარება“ – ელენე ხოშტარია

დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს. როგორც ხოშტარია აცხადებს, პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს შსს-ში იბარებენ და ემუქრებიან.

„კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება და დევნაზეც ფიქრიც კი, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში ევროპული მომავალი დაიცვეს“ – აცხადებს ხოშტარია.

მისი თქმით, სუს-ში და შსს-ში ახალგაზრდებს აქტიურად იბარებენ.

„შსს-მ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება. პირველი, რაც მინდა ხელისუფლებას ვუთხრა: კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება და დევნაზეც ფიქრიც კი, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში დაიცვეს ევროპული მომავალი. მეორე, ძალადობაში დამნაშავეები ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს.

მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შს სამინისტროში ან სუს-ში დაგიბარებენ, გამოვაქვეყნებთ ტელეფონის ნომრებს, მოგვმართეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას. თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც საჭირო იქნება, შს სამინისტრო თუ სუს-ი“,- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებს შსს-ში აქტიურად იბარებენ და ყველას მოუწოდეს, ადვოკატის გარეშე არსად წავიდნენ.

 

მსგავსი თემები