,,ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ, გთხოვთ…”- კობიაშვილის მეუღლის მიმართვა

,,ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრის, ლევან კობიაშვილის მეუღლე,  თამარა წულეისკირი სოციალურ ქსელში წერს.

,,ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში. მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს!” – წერს თამარა წულეისკირი.

მსგავსი თემები