,,ჩუჩელა გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს”- ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე

,,თუ არ ვიბრძოლეთ, არავინ არ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს”,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებესაც გამოეხმაურა.

,,გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს, თამუნას, ლიკას, მაკას, გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება თურმე, ყველას დააიდენტიფიცირებს და დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აი ეს ჩუჩელა გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ყველაფერი ამ საქმენი საგმირონის უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული – ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება, გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლეთ, არავინ არ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები