იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში 60%-ით არის შემცირებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა.
მისი თქმით, მხოლოდ ორ ქვეყანაში – რუსეთსა და გერმანიაში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა.
,,ევროპის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, იქაც მკვეთრი შემცირებაა გრიპის შემთხვევების. მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში 60%-ით არის შემცირებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა. ორი ქვეყანაა, სადაც მოიმატა ბოლო კვირის მანძილზე ინფიცირებამ, ეს არის გერმანია და რუსეთი. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება. ეს ვირუსი დარჩება ჩვენს მუდმივ თანამგზავრად ალბათ, მთელი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ მისი აქტიურობა დავაფიქსიროთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტ მთავარში“.