გრიპის ვირუსი შემცირდა, კორონავირუსი კი პირველ ადგილზეა – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძეს  სეზონურ ვირუსთან და კორონავირუსთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც პროფესორმა აღნიშნა, ქვეყანაში გრიპის ვირუსის მაჩვენებელი შემცირებულია, კორონავირუსი კი არსად მიდის.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის ჭარბობს კორონავირუსი.  მისი მაჩვენებელი 33%-ია. კორონავირუსი მაინც წამყვან ვირუსად რჩება. ერთი, რაც შეიცვალა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, არის ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ვორუსის ხვედრითი წილი და ის დადასტურებული ვირუსული ინფექციების მხოლოდ 6%-ია. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა. ასევე მაღალი მაჩვენებელია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის. დინამიკა არის გრიპის ვორუსის მკვეთრი შემცირებისკენ.

გრიპის თვალსაზრისით, ქვეყანაში ვითარება სტაბილურია, სამაგიეროდ, მყარად პირველ ადგილზე რჩევა კორონავისუსით გამოწვეული ინფიცირება და მომდევნო კვირებშიც ასე გაგრძელდება. არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება. ვირუსი დარჩება ჩვენს მუდმივ თანამგზავრად“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

“პიკი გადალახულია” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები