,,ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს”- სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადაებით,  სურვილის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

მისივე თქმით,  წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი ძალაში იქნება.

„ვაპირებ, შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს. ჯერ არავის შევხვედრილვარ. სულ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე საქმიანობა და ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

მსგავსი თემები