,,უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება”- ირაკლი ზარქუა

,,უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია.

„ოპოზიციურ არხებს აქვთ მცდელობა შექმნათ მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია. უმრავლესობა, როგორც არასდროს, ისეა მოწადინებული, 12 – პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. მე არ მაქვს ინფორმაცია დეპუტატებთან დაკავშირებით, არც მომისმენია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება,”- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები