2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა – ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევაში სახელწოდებით, ”საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა” ნათქვამია, რომ 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება.

2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა.

“2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია.

2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია.

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2022 წელს 2.1 მილიარდ დოლარი შეადგინა.

2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 79%-ით.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საწვავის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა.

რუსეთის ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 64% უჭირავს”,- ნათქვამია კვლევაში.

მსგავსი თემები