,,სააკაშვილის ოჯახს შეგნებულად მიაქვს დაბალი კალორაჟის საკვები, პოლიტიკურად მის ინტერესშია, წონაში დაიკლოს”- ირაკლი კობახიძე

,,სააკაშვილი უარს ამბობს, მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ოჯახს ამის სანაცვლოდ მიაქვს დაბალი კალორაჟის საკვები, რაც უბრალოდ გამაოგნებელია“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მიტანილ საკვებს არ იღებს.

„კორუმპირებული ოჯახია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობებში. სააკაშვილის ოჯახს აქვს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ახლა ამოვარდა FARA-ს კანონის საფუძველზე დეკლარაციაში, რომ ამერიკაში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი. ეს ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახია. ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები. ეს უბრალოდ კატასტროფაა. ეს მეტყველებს, რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი ეს ოჯახი. პენიტენციური სამსახურის მიერ მიტანილ საკვებს არ იღებს. ნათქვამი აქვს, რომ მხოლოდ ოჯახის მიერ მიტანილ საკვებს მიუღებს და ოჯახს შეგნებულად მიაქვს დაბალი კალორაჟის მქონე საკვები. პოლიტიკურად მის ინტერესშია, რომ წონაში დაიკლოს. მაგალითად, არ მიაქვთ პური და მიაქვთ მჭადი, შეგნებულად ცივი მჭადი მიაქვთ, რომ საჭმელი უგემური იყოს და ბევრი არ მოუნდეს. სააკაშვილი უარს ამბობს, მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ოჯახს ამის სანაცვლოდ მიაქვს დაბალი კალორაჟის საკვები, რაც უბრალოდ გამაოგნებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები