ჯო ბაიდენი პირობას იძლევა, რომ შტატები დაიცავს ნატოს თითოეულ სანტიმეტრს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიენტი პოლონეთში ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის მეთაურებს შეხვდა.  “ბუქარესტის ცხრიანის” ლიდერების შეხვედრა ვარშავაში შედგა და მას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ხელმღვანელობდა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოს თითოეულ სანტიმეტრს ვერავინ შეეხება და ის იქნება დაცული.

„კოლექტიური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფებით და სხვებზე უკეთ იცით, ამ კონფლიქტში რაც დევს სასწორზე. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის თავისუფლებას. ნატო-ს მე-5 მუხლი წმინდა ვალდებულებაა, რომელიც აშშ-მა აიღო. ნათელია, რომ აშშ დაიცავს ნატოს თითოეულ სანტიმეტრს“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

„ბუქარესტის ცხრიანის” შემადგენლობაში შედის: ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.

მსგავსი თემები