,,ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007”- ირაკლი კობახიძე

ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისგან ჯაშუშს და აგენტს. ქართული კანონპროექტი არც ერთ ადამიანს არ მოიხსენიებს აგენტად. საუბარია მხოლოდ იურიდიულ პირზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დისკუსია გაგრძელდება როგორც ტერმინებზე, ასევე სხვა საკითხებზე.

,,ტერმინს აქვს ორმაგი გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მათ შორის, აშშ-შიც აგენტი ნიშნავს მათ შორის აგენტს ვიწრო გაგებით, ანუ ჯაშუშის გაგებით. ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისგან აგენტს და ჯაშუშს, აშშ-ის კანონმდებლობაშიც იგივეა, მაგრამ ამერიკაში სიტყვა აგენტი გამოიყენება ჯაშუშის მნიშვნელობით, ოღონდ არა კანონმდებლობაში, მაგალითად, ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007, ინგლისურადაც ასეა. ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს აგენტს და ჯაშუშს, ჯაშუშის საქმიანობა არის დასჯადი… მე მომწონს ეს ტერმინი, ოღონდ ვთქვით ჩვენ, რომ რა თქმა უნდა, დეტალებზე დისკუსია გაგრძელდება, როგორც ტერმინებზე, ასევე სხვა საკითხებზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები