,,სააკაშვილი მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება”- ენდოკრინოლოგი

,,პაციენტი ღებულობს მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ეს ესაჭიროება თავისი ძირითადი ცვლისთვის, ანუ თავის ცხოველმოქმედების ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის,”-  ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას. ,,თითქმის ცხრათვე-ნახევარი სრულდება, რაც პაციენტი ჩვენთან იმყოფება და ყოველდღიურად ფაქტობრივად ენერეტიკული ბალანსი იმყოფება უარყოფით რეჟიმში. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ღებულობს მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ეს ესაჭიროება თავისი ძირითადი ცვლისთვის, ანუ თავის ცხოველმოქმედების ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად,…

მეტი...

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის”- ექიმი თამარ დავარაშვილი

,,პაციენტის მდგომარეობა შეიძლება, ითქვას, მძიმისკენ მიდის, ტენდენცია არის დამძიმებისკენ იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე და ძირითადად წევს. „20 რიცხვისთვის წონა იყო 67, 200 გრამი და მასის ინდექსი იყო 18, 2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, საერთოდ საწოლშია პაციენტი, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ვეხმარებთ, მაგრამ ეს ტკივილი რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვლევა რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებული საკვებს იღებს და ირგებს. საკვების ათვისება ხდება ორგანიზმის…

მეტი...

,,ჩვენი მიზანია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან”- ჩხაიძე

 ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, კლინიკა მიხეილ სააკაშვილის შესვლის პირველი დღიდანვე თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. „კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველი დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები იგივე, რაც აპრობირებულია, დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა. პაციენტისთვის კეთდება ყველა საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მაგრამ მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი ორი მთავარი კომპონენტისგან…

მეტი...

,,მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილს იწვევს ჩემში”- წულუკიანი გახარიაზე

,,როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი,”– ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანის თქმით, გიორგი გახარია გულისტკივილს იწვევს მასში. „ძალიან მიჭირს გიორგი გახარიაზე საუბარი, რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ჩვენი პარტიული სიის ნომერ პირველი ადამიანი, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასერიოზულ მოცემულობად არის ქცეული. არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილს იწვევს ჩემში, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი. ვნახოთ, რა უნდა გააკეთოს, ჩემი…

მეტი...

,,რამდენიმე თვეში მოუწევთ საბრალდებო სკამზე ჯდომა”- პაატა მანჯგალაძე ”ქართულ ოცნებაზე”

,,ამათ რამდენიმე თვეში მოუწევთ საბრალდებო სკამზე ჯდომა და გვეტყვიან, ამ ღალატს იმიტომ ჩავდიოდით, რომ რუსებმა მძევლად აგვიყვანეს და კალაშნიკოვი გვქონდა შუბლზე მიბჯენილიო,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. დეპუტატმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბელარუსში ე.წ. ვიზიტს გამოეხმაურა, რითაც “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეაფასა. ,,რაც შეეხება ბჟანიას ე.წ. ვიზიტს, “ქართული ოცნება” რუსებთან ერთად აშანტაჟებს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. უკრაინაში არ მიდიან, კანდიდატის სტატუსს კარგავს ქვეყანა და გვაშანტაჟებენ, რომ თუ უფრო მეტად არ დავთმობთ თავისუფლებას, რუსები უფრო ცუდად მოგვექცევიან. გვეუბნებიან, რომ თუ უფრო მეტად არ შევძვრებით ჩირგვებში,…

მეტი...

,,ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს”- ლევან ხაბეიშვილი

,,ჯვრის მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მონასტრის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  მზად არიან პროფესიონალები ჩამოიყვანონ. ,,ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები, რომ ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცით, მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, უზრუნველვყოთ მათ შორის ფინანსურადაც, რომ რაც დარჩენილი ის მაინც არ განადგურდეს. ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ინგრევა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში. ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები – რუსული წარწერები ჯვრის მონასტერში. მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება და სამწუხაროდ, უპირველესად ეს ეხება…

მეტი...

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება. დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულებს დაკითხავენ. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 145 060 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ომში დაახლოებით 145 060 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​   ჯარისკაცი – დაახლოებით 145 060; ​ტანკი – 3 334; ჯავშანტექნიკა – 6 569; საარტილერიო სისტემა – 2 345; სარაკეტო სისტემა – 471; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 243; თვითმფრინავები – 299; ვერტმფრენი – 287; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 026; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 212; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 2 226.

მეტი...

”ქართულმა ოცნებამ” ცაგერისა და თერჯოლის მერობის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნებისთვის ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში, ასევე მერების შუალედური არჩევნებისთვის ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში კანდიდატები წარადგინა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. „დღეს ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას. პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და…

მეტი...

რიონის ადიდების შედეგად, სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ხიდი ჩაინგრა

მდინარე რიონის ადიდების შედეგად სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახლადაშენებული ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დაზიანდა და ესტაკადის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის დროს საავტომობილო გზაზე სატვირთო გადაადგილდებოდა, თუმცა მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო. მანქანა კი დაზიანდა.

მეტი...

“ბუფალო”, “კუდალა” და კიდევ 2 პირი დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის – 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“). „1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი – პ.ჩ.…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. ექსპერტიზის მიხედვით, ტატუნაშვილის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა. ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მეტი...

ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.  40 წლის ქართველი მამაკაცი ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც მას ოჯახი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ. ამ გამო, ის ბოლო 3 კვირის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავდა და ის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე შემოწმდა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე არაფერი მიანიშნებდა. ბელგიელი ექიმების დასკვნით, პატიმარი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მეტი...

ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა. გეგმა მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვას ისახავს მიზნად. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე აგრესიული გეგმა მიგრანტების უმრავლესობას მოთხოვნაზე უარს ეტყვის. საუბარია მათზე, ვინც თავშესაფარს პირველ რიგში სხვა ქვეყნებში არ ცდილობდნენ, სანამ აშშ-ის საზღვარს მიაღწევენ. მედიის ცნობით, გეგმა აწესებს სერიოზულ შეზღუდვებს თავშესაფარზე ნებისმიერი ეროვნების ადამიანებისთვის, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც არ უწევთ მესამე ქვეყანაში გამგზავრება აშშ-მდე მისასვლელად. გამონაკლისი შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ „მწვავე სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა“, ძალადობრივი დანაშაულების „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხე“, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება ან გატაცება, არიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ან არსებობს „სხვა…

მეტი...

დონალდ ტრამპის განცხადებით, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის რომ ყოფილიყო, უკრაინაში ”სასტიკი და საშინელი შეჭრა არასდროს მოხდებოდა”. „ერთი წლის წინ უკრაინაში ეს სასტიკი და საშინელი შეჭრა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ნიშნავს, რომ, აქ, ამერიკაში, ჩვენ გვჭირდება კორუმპირებული გლობალისტი ისტებლიშმენტის მოშორება, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ცუდად იმოქმედეს ყველა მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს მოიცავს პრეზიდენტ ბაიდენს, რომელზეც მისი ხალხი ამბობს, რომ არ მიუღია რაიმე კარგი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებისა და ომების კონტექსტში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას გადასცემს. ამის შესახებ მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომლის მიმართაც აგრესია იქნა ჩადენილი, მაშინ ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიეწოდება თავდაცვისთვისაა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვკონცენტრირდებით. საფრანგეთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით ამაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეერთიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში SAMP-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არის, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებიც – Skyguard და Spike. დღეისთვის სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა”, – განაცხადა მელონიმ.

მეტი...

40 წლის ქართველს 23 კბილის ჯაგრისის ქურდობისთვის ბელგიის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

40 წლის ქართველს ბელგიის სასამართლომ  23 კბილის ჯაგრისის ქურდობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება ქართველს ექვსი ქურდობასა და ორი ქურდობის მცდელობას ედავება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველი 2022 წლის 10 აგვისტოს დელჰაიზში ქურდობისთვის, არდოში დაიჭირეს. მან სამი ბოთლი ვისკის მოპარვა სცადა. დაკავების შემდეგ ქართველმა განაცხადა, რომ სპირტიანი სასმელები და სხვა პროდუქტები „პირადი მოხმარებისთვის“ მოიპარა. როგორც მედია იტყობინება, დაკავებული ქართველი წარსულში უკვე ნასამართლევია საფრანგეთში ქურდობისთვის.

მეტი...

,,რუსეთთან ბიზნესის კეთების დრო აღარ არის, მასთან, ვინც სისხლს ღვრის, პატიოსანი ადამიანი საქმეს არ იჭერს”- დუდა

,,დღეს ჩვენ ვუყურებთ ალმოდებულ უკრაინას, მოკლულ ადამიანებს და დანგრეულ ქალაქებს. ჩვენს სამეზობლოში ხდება ის, რაც არ უნდა განმეორდეს. რუსეთს სურს, რომ კვლავ იმპერიად იქცეს, მიაღწიოს თავის ამბიციებს – დაიმონოს სხვა ერები”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად “კუბიცკი არკადის” ტერასაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დუდას თქმით, რუსეთთან ბიზნესის კეთების დრო აღარ არის. ,,მოვუწოდებ ევროპელ ლიდერებს და ნატოს, გამოგზავნონ მხარდაჭერა, რომ მებრძოლებმა ბრძოლა შეძლონ. ნუ ყოყმანობთ, ნუ გეშინიათ. რუსეთთან ბიზნესის კეთების დრო აღარ არის. მასთან, ვინც სისხლს ღვრის, პატიოსანი ადამიანი საქმეს არ იჭერს. ნუ გეშინიათ. ბოროტება უნდა შევაჩეროთ.…

მეტი...

რუსეთს სურს ახალი ფრონტის გახსნა და კიშინიოვის აეროპორტის დაკავება – მოლდოვის პრემიერ-მინისტრი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებით, რუსეთს ახალი ფრონტის გახსნა და კიშინიოვის აეროპორტის დაკავება სურს. მისი თქმით, ხელისუფლება ახლა სხვადასხვა სცენარისთვის არის მზად. “მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე დესტაბილიზაციის სცენარი, ახლა მხოლოდ ერთია დასახელებული. მათ შორისაა რამდენიმე ელემენტი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებიდან”, – განაცხადა მოლდოვის პრემიერმა. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. მისი თქმით, კრემლს კიშინიოვის აეროპორტზე სურს წვდომა, რათაშეძლოს ჯარისკაცების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეძლოს ფრონტზე.

მეტი...

,,დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დამპყრობლების დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში დიდი დანაკარგები აქვს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და ჩვენს პოზიციებზე მტრის სარაკეტო თავდასხმების შესახებ. რა თქმა უნდა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების შესახებ ანგარიშები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ყველაფერს ვაკეთებთ იქ მტრის თავდასხმების შესაკავებლად. მუდმივ, ინტენსიურ თავდასხმებს რუსეთი არ წყვეტს, თუმცა დიდ ზარალს განიცდის. ოკუპანტები იქ იარაღის მთელ სპექტრს იყენებენ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარების ჩათვლით. მაგრამ…

მეტი...

,,გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს”- მდინარაძე

,,გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა უკრაინას შეეშველება და რუსეთს დაასუსტებს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის, ამაზე არავინ ფიქრობს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ  ვისი ინტერესი შეიძლება იყოს საქართველოს ომში ჩართვა. „თანამედროვე სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ, პირობითად, გლობალურ ომის პარტიას ვეძახით. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ გახსნის მეორე ფრონტს, რაც რუსეთს, მინიმუმ, 50 000 ჯარისკაცს მაინც დაუკავებს, ეს ძალიან შეეშველება უკრაინას და ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის და ამ ქვეყანას საერთოდ მოკლავს, ამაზე…

მეტი...

თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 42 310-ს მიაღწია

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42 310-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრას 7 184 ბიძგი მოჰყვა. თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სულ 14 740 ადგილობრივი და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს.

მეტი...